„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 18/03/2016
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 410040000.55.067.016079
03
18/03/2016
ვებგვერდი, 18/03/2016
410040000.55.067.016079
„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №03

2016 წლის 18 მარტი

ქ. ბათუმი

„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის  შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესში“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებაზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური გასცემს თანხმობას სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე ყოველ კერძო შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით,  თევზჭერისათვის აკრძალულ იმ რაიონებში, სადაც ასეთი სახის თევზჭერა ხელს არ უშლის ნაოსნობის უსაფრთხოებას.“;

ბ) წესის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გემების ღუზაზე დგომის (№200 და №300) რაიონებში ღუზაზე მდგომი გემიდან  3 (სამი ) კბტ რადიუსში, ხოლო 3 (სამი) კბტ რადიუსის გარეთ დასაშვებია მხოლოდ პელაგიური ტრალით აღჭურვილი გემებისთვის;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე