დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016288 |
|
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №35 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (სსმ, 30/12/2015 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების I თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი I ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი 1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
2. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
მუხლი 2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 135192.3 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 35000.0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 69642.3 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 5. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 30550.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 6. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 81246.9 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 7. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 48835.4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 51335.4 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 2500.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 8. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 132582.3 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 9. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 5110.0 ათასი ლარის ოდენობით: მუხლი 10. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -8087.7 ლარის ოდენობით: ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 8087.7 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 11. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -13197.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 13197.7 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
ბ)
დადგენილების II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი II ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 12. ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები შემდეგი რედაქციით:
|
გ)
დადგენილების მე-III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 13. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 145780.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; |
დ)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, თანახმად დანართისა. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები