დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016623 |
|
,,მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016483, 06/07/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 დამტკიცდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართვის ფორმა“ №2 დანართის, ,,მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების ფორმა“ №3 დანართის, „მსჯავრდებულის ოჯახთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმა“ №4 დანართის, „ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების თაობაზე სრულწლოვანი მსჯავრდებულის თანხმობის ფორმა“ №5 დანართის, „პენიტენციური დაწესებულებიდან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროსათვის მსჯავრდებულის შესახებ გასაცემი ინფორმაციის ფორმა“ №6 დანართის და „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე მსჯავრდებულის თანხმობის ფორმა“ №7 დანართის შესაბამისად. მუხლი 3 ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაზე.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის: ა) მე-2 მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით, სრულწლოვანი მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით (დანართი №5), მიმართავს სააგენტოს ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების თაობაზე.“; ა.ბ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის ან/და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისათვის კანონით დადგენილი ვადის მოხდის თარიღი;“; ა.გ) მე-6 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაწესებულება, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით, სრულწლოვანი მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით (დანართი №5), მიმართავს პრობაციის შესაბამის ბიუროს (მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების თაობაზე. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების მომართვას თან ერთვის ამონაწერი (დანართი №6) მსჯავრდებულის სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმარების დოკუმენტიდან/პირადი საქმიდან, რომელშიც აღინიშნება: ა) დაწესებულებიდან მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის გაცემის საფუძველი; ბ) მსჯავრდებულის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში); გ) დაწესებულების დასახელება, სადაც მსჯავრდებული იხდის სასჯელს; დ) მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსების თარიღი; ე) სასჯელის მოხდის დასრულების თარიღი; ვ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთან მომუშავე სოციალური მუშაკის სახელი და გვარი; ზ) დაწესებულების საკონტაქტო მონაცემები; თ) მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში ჩატარებული სარეაბილიტაციო მომსახურებები; ი) მსჯავრდებულის დამოკიდებულება დანაშაულთან მიმართებაში; კ) საკუთარი თავისადმი ან/და სხვა პირისადმი ზიანის რისკის შეფასება; ლ) გათავისუფლების შემდგომ მსჯავრდებულის გეგმები და მოლოდინები; მ) მსჯავრდებულის ინტერესები. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ამონაწერს თან ერთვის მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო (სტაციონარული ან/და ამბულატორიული) ცნობა – ფორმა №IV – 100ა, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მსჯავრდებულის თანხმობა (დანართი №7).“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტოს სოციალური მუშაკი ოჯახის შეფასების დაწყებამდე, მსჯავრდებულის ოჯახს აცნობს შეფასების მიზანს, განუმარტავს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლებამდე ოჯახში არსებული მდგომარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისთვის შეტყობინების აუცილებლობას, რის თაობაზეც ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (დანართი №4), რომელსაც ხელს აწერს სოციალური მუშაკი, მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვანი წევრი და დამსწრე პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“; ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პრობაციის ბიუროში შესულ, ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას პრობაციის ბიუროს უფროსი გადასცემს პრობაციის ოფიცერს, რომელიც მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასების მიზნით, მუშაობის პროცესში ჩართავს სააგენტოს შესაბამის სოციალურ მუშაკს.“. 3. ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები