„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 392
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 25/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 15/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 210.020.120.05.001.001.556
  • Word
392
13/08/2004
სსმ, 24, 25/08/2004
210.020.120.05.001.001.556
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ.47) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული, საქართველოში ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე კერძო პირები;“.

2. მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ვიზების გაცემა, სავიზო დოკუმენტაციის გაფორმება-გადაგზავნა:

 

ბ.ა) ერთჯერადი ვიზა:

 

 

ბ.ა.ა) 1 თვემდე ვადით

 

10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ბ.ა.ბ) 3 თვემდე ვადით

 

30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ბ.ა.გ) გასვლის ვიზა

 

10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ბ.ბ) ორჯერადი ვიზის გაცემა

 

შესაბამისი ვადის ერთჯერადი ვიზისათვის დაწესებული მოსაკრებლის 150%;

ბ.გ) მრავალჯერადი ვიზა 1 წლამდე ვადით

 

100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ბ.დ) სატრანზიტო ვიზა:

 

 

ბ.დ.ა) ერთჯერადი

 

5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ბ.დ.ბ) ორჯერადი

 

10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ბ.ე) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში არსებულ საკონსულო-სავიზო პუნქტებში ვიზის გაცემისათვის

 

შესაბამისი ვადების ვიზის გაცე-მისათვის დადგენილი ოდენობა;

ბ.ვ) საქართველოს მოქმედი ვიზის გადატანა ახალ ან დაკარგულ პასპორტში ანდა ვადაგასული პასპორტის სანაცვლოდ გაცემულ პასპორტში

 

5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ბ.ზ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გასამგზავრებელი დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედების შესრულება:

 

 

ბ.ზ.ა) თუ დოკუმენტაცია იგზავნება საქართველოს ტერიტორიაზე

 

5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;

ბ.ზ.ბ) თუ დოკუმენტაცია იგზავნება საქართველოს ფარგლებს გარეთ

 

10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში;“.

 

3. მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ვიზების გაცემა:

 

ბ.ა) ერთჯერადი ვიზა:

 

 

ბ.ა.ა) 1 თვემდე ვადით

 

10 აშშ დოლარი;

ბ.ა.ბ) 3 თვემდე ვადით

 

30 აშშ დოლარი;

ბ.ა.გ) შემოსვლის ვიზა

 

10 აშშ დოლარი;

ბ.ბ) ორჯერადი ვიზის გაცემა

 

შესაბამისი ერთჯერადი ვიზისათვის დაწესებული მოსაკრებ-ლის 150%;

ბ.გ) მრავალჯერადი ვიზა 1 წლამდე ვადით

 

100 აშშ დოლარი;

ბ.დ) სატრანზიტო ვიზა:

 

 

ბ.დ.ა) ერთჯერადი

 

5 აშშ დოლარი;

ბ.დ.ბ) ორჯერადი

 

10 აშშ დოლარი;

ბ.ე) საქართველოს მოქმედი ვიზის გადატანა ახალ ან დაკარგულ პასპორტში ანდა ვადაგასული პასპორტის სანაცვლოდ გაცემულ პასპორტში

 

5 აშშ დოლარი;“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 13 აგვისტო

№392_რს