დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგებილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.174.016148 |
|
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგებილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 09/07/2015; 010250020.35.174.016093) დამტკიცებულ დანართი №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.243, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.“. ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ქალაქი გორი, სტალინის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.247, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4000 (ოთხიათასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში150 (ასორმოცდაათი) ლარით.“. გ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.245, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
გარე ვაჭრობისთვის ადგილების ჩამონათვალი: 1. ქალაქი გორი, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მიმდებარედ, 227,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.161, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 26 000 (ოცდაექვსი ათასი) ლარით, იჯარის ქირა – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარით, თვეში. 2. ქალაქი გორი, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მიმდებარედ, 218,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.160; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით; იჯარის ქირა – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარით, თვეში. 3. ქალაქი გორი, სტალინის გამზ. №19-ის მიმდებარედ, 38,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.202; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით. 4. ქალაქი გორი, კეცხოველის ქ., 291,00 კვ.მ. ს/კ 66.45.29.008; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 12 600 (თორმეტი ათას ექვსასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით. 5. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.243, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით. 6. ქალაქი გორი, სტალინის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.247, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 000 (ოთხიათასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 150 (ასორმოცდაათი) ლარით. 7. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.245, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები