ს/ს ქუთაისი,,ცენტრალური ავტოვაგზალი"-ს აქციონერთა მორიგ საერთო კრების მოწვევის თაობაზე

  • Word
ს/ს ქუთაისი,,ცენტრალური ავტოვაგზალი"-ს აქციონერთა მორიგ საერთო კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“
მიღების თარიღი 14/03/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
17
14/03/2016
ვებგვერდი, 16/03/2016
ს/ს ქუთაისი,,ცენტრალური ავტოვაგზალი"-ს აქციონერთა მორიგ საერთო კრების მოწვევის თაობაზე
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“

განცხადება

„ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

 

 სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 8 აპრილს, დღის 3 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის №67. სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 15 მარტი.

 

დღის წესრიგი:

 

1. სააქციო საზოგადოების სამეურნეო-საფინანსო ანგარიშის განხილვა, დამტკიცება;

2. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში;

3. მოგების განაწილების შესახებ;

4. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები;

5. სხვადასხვა საკითხი.

 

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2016 წლის 15 მარტის მდგომარეობით.  

 აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” რეგისტრატორთან - ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.

სს ,,ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” დირექტორი                  დ. რუსაძე