სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18/15-16
დოკუმენტის მიმღები სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“
მიღების თარიღი 15/03/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
18/15-16
15/03/2016
ვებგვერდი, 16/03/2016
სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სააქციო საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

    სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს” სამეთვალყურეო საბჭო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54¹ მუხლის საფუძველზე იწვევს სააქციო საზოგადოების საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 10 აპრილს ქ. თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. №7-ში სააქციო საზოგადოების სხდომათა დარბაზში, 17:00 საათზე. კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 26 თებერვალი.

 

დღის წესრიგი:

1. სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს” დირექტორის 2015 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წლიური ანგარიში.

2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიში.

3. საზოგადოების დირექტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის დამტკიცება.

4.  სამეთვალყურეო საბჭოს წარმოდგენელი ანგარიშის დამტკიცება.

5. 2015 წლის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილების შესახებ.

6.  საზოგადოების განვითარების პერსპექტივების შესახებ.

7.  2016 წლის აუდიტის არჩევა.

 

დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სააქციო საზოგადოების დირექციაში.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), თუ ისინი (აქციონერები) რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორი ს/ს „კავკასრეესტრი“ 2016 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2016 წლის 10 აპრილის 17:00 საათამდე მის.: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი № 74 T: 2220718 დამოუკიდებელი რეგისტრატორი სს „კავკასრეესტრის” ოფისი.

 

სს „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს”

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე                          მ. ასათიანი