დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016208 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17.07.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016102) დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„ე.ვ) მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს – საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიზნით ქმნის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და ამტკიცებს ამ საბჭოს დებულებას.“.
„ე.კ) ამტკიცებს დასახლების საერთო კრების რჩეულის კანდიდატთა ბიულეტენის და ამომრჩეველთა სიის ფორმას; ე.ლ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, აღრიცხავს დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით; ე.მ) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საერთო კრების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილ პირს; ე.ნ) გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთო კრების ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.“.
„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა; გამგეობის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინირება; სახელმწიფო ინსტიტუციების მხარდაჭერისა და ცნობიერების ამაღლება გენდერულ საკითხებში, ღონისძიებების დაგეგმვა გენდერული თანასწორობის მდგომარეობის გაუმჯობესების და ხელშეწყობის მიზნით; დასახლების საერთო კრების ორგანიზება და ინფორმაციის გავრცელება დღის წესრიგის, მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ.“.
„მუხლი 35. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა გამგეობის საქმიანობაში
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები ვალდებული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ- ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, მათ შორის კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომებში, მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია: ა) დასახლების საერთო კრება; ბ) პეტიცია; გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა; ე) მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა.
2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.
3. გამგეობის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, რომლის დებულებასაც ამტკიცებს საკრებულო; მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს: ა) გამგებლის სამართლებრივი აქტები; ბ) ინფორმაცია გამგეობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, გამგეობის თანამდებობის პირების შესახებ; გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი, ტერიტორიული ორგანოს მისამართი); დ) გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ცხელი ხაზის ნომერი; ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები; ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ; ზ) გამგეობაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი; თ) გამგეობაში დასქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში; ი) გამგეობის სამუშაო გეგმები და ანგარიშები; კ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ; ლ) გამგეობაში შემუშავებული და საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები; მ) გამგეობაში შემოსული წინადადებები, დასკვნები და რეკომენდაციები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე; ნ) ინფორმაცია გამგეობის კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურებათა შესახებ; ო) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით); პ)ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ; ჟ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ; რ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე; ს) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ტ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში; უ) დასახლების საერთო კრების ოქმები, გამგეობის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში; ფ) ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ; ქ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი; ღ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; ყ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; შ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში; ჩ) პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში; ც) სხვა სახის საჯარო ინფორმაცია.“.
„მუხლი 353. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელი წელიწადში ერთხელ მაინც, მაგრამ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით აწყობს საჯარო შეხვედრას მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან, წარუდგენს მათ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ და ანგარიშის განხილვისას პასუხობს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამარჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის გამგებლის საჯარო ანგარიშების განხილვას. 3. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ანგარიშის გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები