„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 421
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020938
  • Word
421
09/03/2016
ვებგვერდი, 15/03/2016
000000000.00.003.020938
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №421

2016 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

 „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსთვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე

 „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2016 წელს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს 8 ერთეულით, რომელთაგანაც:

ა) 5 შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურება განხორციელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან;

ბ) 3 შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანოს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების - „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მხარდაჭერა კომპეტენციის გაღრმავებასა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებაში“ - ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი