„სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2176 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2176 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 408
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020940
  • Word
408
07/03/2016
ვებგვერდი, 16/03/2016
000000000.00.003.020940
„სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2176 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №408

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2176 განკარგულებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2176 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2015-2016 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი