საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტრო¬ლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების გადაცემის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტრო¬ლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020941
  • Word
418
07/03/2016
ვებგვერდი, 15/03/2016
000000000.00.003.020941
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტრო¬ლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №418

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტრო­ლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების გადაცემის შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტრო­ლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიეცეს თანხმობა, მის ბალანსზე რიცხული, შპს „University Research Co.“-ს ფილიალის მიერ საქართველოში (სკ: 404918522), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ფარგლებში გადაცემული − 49 (ორმოცდაცხრა) ერთეული ლეპტოპი LENOVO G510 15.6 HD LED I5-4200M 2,5Ghz/ HM86/ / RAM 4G/ 500GB/ 5400RPM DVDRW უსასყიდლოდ, უვადოდ სარგებლობის უფლებით, გადასცეს დანართით განსაზღვრულ დაწესებულებებს.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტრო­ლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს მოძრავი ქონების გადაცემა დანართით განსაზღვრულ დაწესებულებებზე და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი