ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №20 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №20 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 10/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016253
8
14/03/2016
ვებგვერდი, 16/03/2016
010250020.35.128.016253
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №20 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2016 წლის 14 მარტი

დაბა ხარაგაული       

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №20 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №20 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 07/05/2015).
.შეტანილ იქნეს  ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ  დანართში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე



დანართი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  სოციალურად დაუცველ  და  მძიმე ეკონომიკური  პირობების  მქონე  მოქალაქეებზე  მატერიალური დახმარების  გაცემის  წესი

მუხლი 1
ზოგადი დებულება

1. ეს  წესი განსაზღვრავს  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესს.

მუხლი 2
დახმარების გაცემის სახეები და ოდენობა

 

1. გაეწიოს მატერიალური დახმარება:

ა) ოპერაციის ან სამედიცინო მომსახურებისათვის – იმ თანხის 50%-ით, რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს დაფინანსდეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა; სამედიცინო გამოკვლევებისთვის იგივე სქემით, არაუმეტეს 500 ლარისა;

ბ) ,,C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით ,,C“ ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის განსასაზღვრი კვლევების დაფინანსება სოციალურად დაუცველთათვის, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს, ღირებულების 30%-ით, დანარჩენი ბენეფიციარებისათვის – 70%-ით;

გ) მედიკამენტების შესაძენად – 100 ლარამდე, ხოლო სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების შემთხვევაში (ონკოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება) – 500 ლარამდე;

დ) კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, 0-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ელემენტის შესაძენად – წელიწადში 1000 ლარის ოდენობით;

ე) 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ყოველწლიურად ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით;

ვ) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ან/და იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯისათვის – 250 ლარი;

ზ) სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ 30 000 სარეიტინგო ქულამდე მყოფ გარდაცვლილთა ოჯახის წევრს დაკრძალვის ხარჯისთვის – 200 ლარი;

თ) შშმ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსება არაუმეტეს 500 ლარისა;

ი) ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციართა ფინანსური დახმარება ყოველთვიურად – 100 ლარის ოდენობით და ლეიკემიით დაავადებულთათვის წელიწადში – 600 ლარის ოდენობით;

კ) ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულ პირთა ფინანსური დახმარება წელიწადში ერთჯერ – 100 ლარი;

ლ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპული მეომრის ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და არ არის ჩართული სახელმწიფო პროგრამაში, მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად წელიწადში – 2000 ლარი;

მ) სამამულო ომის მონაწილეებსა და უსინათლო მოქალაქეებს – ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით კომუნალური ხარჯების დასაფარავად;

ნ) უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება, რომლებიც თხოვნის მომენტში განიცდიან უკიდურეს გასაჭირს – არაუმეტეს 300 ლარისა.

 

 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების  ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 100 ლარი;

ბ)მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 150 ლარი;

გ) მესამე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 200 ლარი;

დ) მეოთხე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 250 ლარი;

ე) მეხუთე ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 300 ლარი და ყოველ მომდევნო შვილის შეძენისას თანხა იზრდება 50 ლარით;

 ვ) ტყუპების შეძენის შემთხვევაში – 500 ლარი.

 

 3. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ან საცხოვრებელი სახლის სიძველის გამო უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების დაზიანების ხარისხის კატეგორიები :

ა) I კატეგორია – სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია სტიქიური მოვლენების შედეგად ან სიძველის გამო;

ბ) II კატეგორია – სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად ან სიძველის გამო და საცხოვრებლად გამოუსადეგარია, საცხოვრებელი სახლი აღდგენას არ ექვემდებარება;

გ) III კატეგორია – სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად ან სიძველის გამო, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ და საცხოვრებელი სახლი აღდგენას ექვემდებარება;

დ) IV კატეგორია – სახლი საცხოვრებლად ვარგისია, მაგრამ მიმდებარე ტერიტორია დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად.

 

4. დახმარების ოდენობა კატეგორიების მიხედვით:

ა) პირველი კატეგორია –1 500 ლარამდე;

ბ) მეორე კატეგორია – 300 ლარიდან 1000 ლარამდე;

გ) მესამე კატეგორია – 200 ლარიდან 500 ლარამდე;

დ) IV კატეგორია 1000 ლარამდე.

მუხლი 3
მატერიალური დახმარების მისაღებად  საჭირო დოკუმენტაცია

1.  სამედიცინო    მომსახურებისათვის   (ოპერაცია,   მშობიარობა,   მკურნალობა,    გამოკვლევა)   დახმარების დასაფინანსებლად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

 

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ჯანმრთელობის ცნობა;

    დ) ანგარიშფაქტურა;

ე) კალკულაცია;

ვ) გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა;

ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

 

     2.  ერთჯერადი ფინანსური დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

 

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია ოჯახის მდგომარეობის შესახებ;

 დ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან .

 

3.  მედიკამენტების შესაძენად დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

 

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ჯანმრთელობის ცნობა;

დ) ანგარიშფაქტურა;

ე) ექიმის მიერ დანიშნული წამლების ჩამონათვალი  ბეჭდით დამოწმებული და ხელმოწერილი;

ვ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია ოჯახის მდგომარეობის შესახებ;

ზ)  ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

 

4.  გარდაცვლილი  დევნილის  ან   ომის  ვეტერანის  დაკრძალვის  ხარჯების  ასანაზღაურებლად  ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს:

 

ა) განცხადება;

ბ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ომის მონაწილის   ან დევნილობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;

ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

  

5. სოციალურად  დაუცველი  გარდაცვლილის  დაკრძალვის  ხარჯების  ასანაზღაურებლად  ოჯახის  ერთ- ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს:

 

      ა) განცხადება;

ბ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის პირადი ანგარიშის ნომერი ბანკიდან;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან გარდაცვლილის სარეიტინგო ქულის  შესახებ;

ვ) გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია ოჯახის მდგომარეობის შესახებ;

      ზ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის  ასლი.

 

6.   ახალშობილის    ოჯახმა   (მშობელმა),   რომელიც   რეგისტრირებულია    ხარაგაულის   მუნიციპალიტეტში დახმარებისათვის  უნდა წარმოადგინოს:

 

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ახალშობილის  დაბადების  მოწმობის  ასლი (მეორე  და ყოველი  მომდევნო  ბავშვის  შეძენის  შემთხვევაში წარმოადგინოს ყველა დანარჩენი ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი);

დ) ახალშობილის რეგისტრაციის ბარათი;

ე) საბანკო ანგარიშის  ნომერი;

ვ) გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

 

7. საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ომში დაღუპულის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტები:

 

ა)  პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)  საბანკო  ანგარიშის  ნომერი;

გ) გამგებლის  წარმომადგენლის  შუამდგომლობა;

დ) საბრძოლო მოკვლევის დოკუმენტაცია.

 

8. კოხლეარული იმპლანტის აპარატის ელემენტის შესაძენად  დახმარების მიღება მოხდება ბენეფიციარის მშობლის/უფლებამოსილი პირის განცხადებით. დახმარების მიმღებმა განცხადებას უნდა დაურთოს:

    

ა) მშობლის/უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობა;

ბ) არასრულწლოვნის დაბადების მოწმობა;

გ)  შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა N100;

      დ)  ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი მომწოდებლიდან.

მუხლი 4
სოციალური   დახმარების   თაობაზე    შემოსული   განცხადებების   განხილვაზე   უფლებამოსილი ორგანო

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ   სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეების განცხადებებს მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით განიხილავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი  მუდმივმოქმედი  კომისია.

მუხლი 5
კომისიის უფლებამოსილება

 

კომისია უფლებამოსილია:

1. განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით და მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების გაწევაზე იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საჭიროებენ სამედიცინო ან ფინანსურ დახმარებას. გამონაკლის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ბენეფიციარისათვის დახმარების ორმაგი ოდენობით გაცემის შესახებ, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა სიცოცხლისათვის.

2. ერჯერადი მატერიალური ( ფინანსური) დახმარება გამონაკლის შემთხვევაში წლის განმავლობაში გასცეს განმეორებით იმ შემთხვევაში თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშს წარმოადგენს.

3. მუნიციპალიტეტის გამგებელმა და კომისიის წევრებმა აუცილებლობის შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება მოქალაქის მკურნალობის, ოპერაციის და მედიკამენტების დასაფინანსებლად სამედიცინო დაწესებულებაში საგარანტიო წერილის გაგზავნის თაობაზე.

4. მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიით დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა განცხადებების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნისა და თანდართული, შესაბამისი საბუთების საფუძველზე სტიქიით დაზარალებულთა და უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებაზე, კომისიის მიერ მინიჭებული დაზიანების ხარისხის შეფასების კატეგორიების მიხედვით. აგრეთვე გამონაკლისის სახით სტიქიით დაზარალებული და უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისათვის დახმარების ორმაგ ოდენობამდე გაცემაზე.

5. უზრუნველყოს საგარანტიო წერილებში მითითებული ვადების დაცვა თანხის ჩარიცხვაზე.

6. უზრუნველყოს მოქალაქეთა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთა ინფორმირება ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ და მოითხოვოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებისაგან გადარიცხული თანხის შესაბამისად შესრულებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება.

7. შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის სხვა სახის დახმარებების გასაწევად.

8. კომისიას უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, სხვა რომელიმე წევრი ან შესაბამისი სფეროს სპეციალისტი.

მუხლი 6
კომისიის  თავმჯდომარე  და  წევრები

1. კომისიის   თავმჯდომარე – უზრუნველყოფს   სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი კომისიის მოწვევას თვეში ერთხელ,  საჭიროების შემთხვევაში – თვეში რამდენჯერმე.

2. კომისია –  გამოყოფილი საბიუჯეტო  სახსრების  ფარგლებში უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და დაკმაყოფილებას.

 

მუხლი 7
კომისიის  სხდომის ოქმი

1. კომისიის სხდომაზე დგება კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება კომისიის დასახელება, კომისიის სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა   ვინაობა,    კომისიის   დღის   წესრიგის   საკითხები,   წამოყენებული   წინადადებები   და   მიღებული გადაწყვეტილება.  სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე,  კომისიის მდივანი და წევრები.

2.  კომისიის  სხდომის  ოქმი  ხელმოწერიდან  2  დღის  ვადაში  მოქალაქეთა   განცხადებებთან   და ბრძანების პროექტთან  ერთად  იგზავნება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგებელთან.