,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის N150/ნ ბძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის N150/ნ ბძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-21/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016390
01-21/ნ
30/05/2016
ვებგვერდი, 31/05/2016
470230000.22.035.016390
,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის N150/ნ ბძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის N150/ნ ბძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-21/ნ

2016 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

 

,,ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფარმაცევტულ, სამედიცინო,  ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე,  სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში  ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი (დანართი №6);“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამოწერისა და განადგურების წესი (დანართი №7);“;

გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ  დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №21);“.

3. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის (აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, მომზადების, გაცემისა და რეალიზაციის წესი) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აფთიაქიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები გაიცემა მხოლოდ სათანადო წესით შევსებული სპეციალური რეცეპტების (ფორმა №1 და ფორმა №2) ან/და მასთან ხელშეკრულებით მომუშავე სამედიცინო, ფარმაცევტული, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური დაწესებულებისა და საკონტროლო-ანალიზური ლაბორატორიის ან/და სსიპ - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნისა (განაცხადის) და ერთჯერადი მინდობილობის საფუძველზე.“;

4. ბრძანებით დამტკიცებული №6 დანართის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში  ნარკოტიკული საშუალებების, ფიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლო,  სამეცნიერო-კვლევითი,  საექსპერტო-დიაგნოსტიკური  და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის (შემდგომში დაწესებულება) განხორციელების მიზნით ნარკოტიკული საშუალებების, ფიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შეძენის, შენახვისა და გამოყენების უფლება  აქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე სასწავლო,  სამეცნიერო-კვლევით,  საექსპერტო-დიაგნოსტიკურ  დაწესებულებას, საკონტროლო-ანალიზურ  ლაბორატორიას, ასევე სსიპ–შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს  (შემდგომში – დაწესებულება).“;

გ) მე-8-მე-10  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაწესებულების პასუხისმგებელი პირის მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების უშუალოდ სამუშაოს შემსრულებელ პირზე გადაცემა ხდება მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საჭირო ნივთიერების დასახელება და რაოდენობა; მოთხოვნას ხელს აწერენ დაწესებულების ხელმძღვანელი და პირი, რომელიც  უშუალოდ ატარებს სამუშაოს.

9. დაწესებულების მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების  საანალიზოდ აღების დროს დგება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული სამკურნალო საშუალების სინჯის აღების აქტი.

10. დაწესებულების მიერ საანალიზოდ შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების  ანალიზის შემდეგ, საკონტროლო ნიმუშები ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით, რის შემდეგაც, შესაბამისი აქტის გაფორმებით, გამოიყენება ლაბორატორიული მიზნებისათვის ან ნადგურდება დადგენილი წესით. დაწესებულებაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების არღიცხვა წარმოებს სპეციალურ ჟურნალში (დანართი №21) და მათ შესახებ დოკუმენტაცია ინახება 3 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ნადგურდება სათანადო აქტის გაფორმებით.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული  დანართი  №7-ის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული)  საქმიანობის განმახორციელებელ  დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამოწერისა და განადგურების წესი“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული)  საქმიანობის განმახორციელებელ  დაწესებულებებში  ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამოწერა და განადგურება ხდება:

ა) ვარგისიანობის ვადის გასვლისას;

ბ) სტანდარტთან შეუსაბამობისას;

გ) თუ ისინი დარჩენილია ამბულატორიული ან სტაციონარული ავადმყოფის მკურნალობის შემდეგ, ასევე მკურნალობის შეწყვეტის ან გარდაცვალების გამო;

დ) სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს სამედიცინო ან/და ფარმაცევტული დაწესებულების ხელმძღვანელის არგუმენტირებულ მოთხოვნაზე სააგენტოს თანხმობა;

ე) თუ ის დარჩენილია საექსპერტო-დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების შემდეგ.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამბულატორიული ან სტაციონარული ავადმყოფის მკურნალობის ან მკურნალობის შეწყვეტის ან გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებებისა, ასევე, საექსპერტო-დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების შემდეგ დარჩნილი ნაშთისა) ჩამოწერა-განადგურებამდე საჭიროა ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შესაბამისი დასკვნა. საანალიზო ნიმუშის აღების შემდეგ დაწესებულებაში დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებების ნაშთი ილუქება ლაბორატორიის წარმომადგენლის მიერ.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაწესებულების მიერ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების  (გარდა ცენტრალიზებულად შეძენილი ან/და ჰუმანიტარული გზით მიღებულისა) განადგურება ხდება მათი დაგროვებისას, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი 30 დღისა, გარდა, საექსპერტო-დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების შემდეგ დარჩენილი ნაშთისა, რომელთა განადგურება უნდა მოხდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური  საქმიანობის განმახორციელებელ  დაწესებულების შინაგანაწესის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.“.

6. ბრძანებით დატკიცებული №21 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო