„ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად მამუკა ბახტაძის საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ

  • Word
„ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად მამუკა ბახტაძის საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020959
  • Word
414
07/03/2016
ვებგვერდი, 15/03/2016
000000000.00.003.020959
„ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად მამუკა ბახტაძის საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №414

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

„ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად მამუკა ბახტაძის საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნ­ქტის შესაბამისად, „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის განსა­კუთ­რე­ბული სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ეფექტური და თანმიმ­დევ­რული შესრულების მიზნით, ახალი აბრეშუმის გზის საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს სს „საქარ­თვე­ლოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება­მო­სილების განსახორციელებლად მამუკა ბახტაძეს მიენიჭოს საქართვე­ლოს სახელით „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში ოფი­ცია­ლუ­რი კომუნიკაციის წარმოების უფლება.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი