„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2086 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2086 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 402
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020926
  • Word
402
07/03/2016
ვებგვერდი, 16/03/2016
000000000.00.003.020926
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2086 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №402

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2086 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558  დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სსიპ -  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2086 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2014-2016 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება, შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი  პროექტები“ - ქვეპროგრამით  (პროგრამული  კოდი:  25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი