საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტსა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმებების პროექტების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 379
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020919
  • Word
379
04/03/2016
ვებგვერდი, 16/03/2016
000000000.00.003.020919
საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტსა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმებების პროექტების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №379

2016 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას, შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტსა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმებების პროექტების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს:

ა) საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას (SOCAR) შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ მემორანდუმსა და „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ კორპორაციასა და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების №8 კომპლექსური შეთანხმების პროექტი;

ბ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას (SOCAR) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის 2012 წლის 20 ივლისს გაფორმებულ გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი;

გ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას (SOCAR) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის 2012 წლის 20 ივლისს გაფორმებულ გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში უფლებების გადაცემის თაობაზე შეთანხმების პროექტი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებებს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების პროექტები და მასზე თანდართული დოკუმენტაცია (გარდა განკარგულების პროექტისა) მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

4. განკარგულება დაეგზავნოს შესაბამის სუბიექტებს.

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი