„სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 396
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020910
  • Word
396
07/03/2016
ვებგვერდი, 18/03/2016
000000000.00.003.020910
„სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №396

2016 წლის 7 მარტი

 ქ. თბილისი

სსიპსაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებსაქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 დეკემბრის №2177 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2014-2016 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2015-2016 წლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.

პრემიერ - მინისტრი                 გიორგი კვირიკაშვილი