ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020916
  • Word
394
07/03/2016
ვებგვერდი, 18/03/2016
000000000.00.003.020916
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №394

2016 წლის 7 მარტი

 ქ. თბილისი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უეფას III კატეგორიის ფეხბურთის სტადიონის მიმდინარე მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 9 947 000 (ცხრა მილიონ ცხრაას ორმოცდაშვიდი ათასი) ლარს, რისთვისაც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №1644 განკარგულებით გამოიყო 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის 2016 წელს ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 5 700 000 (ხუთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარს.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, 2016 წელს განსახორციელებელი სამუშაოების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი              გიორგი კვირიკაშვილი