დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 392 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020911 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №392
2016 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
„შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სამთო-სათხილამურო კურორტების კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №1436 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები