დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 391 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020907 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №391
2016 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის რვა და კასპის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების (ჭაბურღილების, სადაწნეო კოშკებისა და საქლორატოროების) მთლიანი საპროექტო ღირებულება შეადგენს 3 157 000 (სამი მილიონ ას ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარს;
ბ) ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2838 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო 1 800 000.0 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოუყოს 1 357 000 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები