საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020906
  • Word
390
07/03/2016
ვებგვერდი, 16/03/2016
000000000.00.003.020906
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №390

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ (ს/კ:  №205270810) საკუთრებაში გადასცეს ამ განკარგულების  №1 დანართში  მითითებული უძრავი ქონება, შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერის“ საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების  №2  დანართში მითითებული უძრავი ქონების  სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერი“ უარს განაცხადებს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 18 ნოემბრის №006940515, 2015 წლის 3 ნოემბრის №006594015,  2015 წლის 3 ნოემბრის №006594415 და 2015 წლის 4 დეკემბრის №007272915 დასკვნებით დადგენილი,  ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის (2714 (ორი ათას შვიდას თოთხმეტი) ლარის) ანაზღაურების მოთხოვნაზე.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი