შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020896
  • Word
388
07/03/2016
ვებგვერდი, 18/03/2016
000000000.00.003.020896
შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №388

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს ფოსტამ“ (ს/ნ: 203836233) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუხში მდებარე სავაჭრო ცენტრში არსებული შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვის ცენტრის სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა საკუთარი სახსრებით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                     გიორგი კვირიკაშვილი