სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროარომა ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროარომა ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020902
  • Word
386
07/03/2016
ვებგვერდი, 18/03/2016
000000000.00.003.020902
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროარომა ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №386

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგროარომა ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ახმეტაში, ორბელიანის ქუჩაზე მდებარე 70 754.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1-№16 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №50.04.33.207), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 324 000 (სამას ოცდაოთხი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „აგროარომა ჯგუფს“ (ს/კ: 402017483).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ეთერზეთების, ცხოველების საკვების და ტექსტილის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო(ებ)ის შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;

გ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ საწარმო(ებ)ში არანაკლებ 62 (სამოცდაორი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 2 (ორი) წლის ვადით.

3. შპს „აგროარომა ჯგუფი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი           გიორგი კვირიკაშვილი