სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კარიერი 2015“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კარიერი 2015“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 383
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020899
  • Word
383
07/03/2016
ვებგვერდი, 16/03/2016
000000000.00.003.020899
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კარიერი 2015“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №383

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კარიერი 2015“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილმაზლოში მდებარე 31232.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №83.06.05.966) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „კარიერი 2015“-ს (ს/კ 424070409).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების  საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან   1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 187 392 (ას ოთხმოცდაშვიდი ათას სამას ოთხმოცდათორმეტი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25%-ისა − ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი − ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;    

დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის (არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) კუბური მეტრი ბუნებრივი ქვიშის (ყველა სახის, შეღებილი და შეუღებავი, 26 ჯგუფის ლითონიანი ქვიშების გარდა) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით: 

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში − წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში − წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის  50%-ის წარმოება.

3. შპს „კარიერი 2015“-ის მიერ წარდგენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა − გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი