დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 340 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020874 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №340
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში − დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სამი თვის ვადით გათავისუფლდეს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დანართით განსაზღვრული X და Y კოორდინატების ფარგლებში.
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი − ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სოფელ არგვეთას მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები აწარმოოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
დ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასხდელი თანხა წიაღით-სარგებლობისთვის გათვალისწინებულ 3 ობიექტზე (სოფ. რკვიას, სოფ. საზანოსა და სოფ. დიდი განთიადის მიმდებარე ტერიტორიებზე) და მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:
დ.ა) სოფ. არგვეთას მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ჩოლაბური) – 2000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის − 348 (სამას ორმოცდარვა) ლარი;
დ.ბ) სოფ. ქვედა საზანოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ძუსა) – 800 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის − 139 (ას ოცდაცხრამეტი) ლარი;
დ.გ) სოფ. რკვიას მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ყვირილა) – 1500 მ3 გამოფიტული გრანიტის (ღორღი) მოპოვებისთვის − 1500 (ათას ხუთასი) ლარი;
დ.დ) სოფ. საზანოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ძუსა) – 800 მ3 კირქვის (ღორღი) მოპოვებისთვის − 800 (რვაასი) ლარი;
დ.ე) სოფ. დიდი განთიადის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. ძირულა) – 1000 მ3 კირქვის (ღორღი) მოპოვებისთვის − 1000 (ათასი) ლარი.
3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დანართი:
1. სოფ. არგვეთას მიმდებარე ტერიტორია (მდ. ჩოლაბური) – 2000 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 331866 | 4668545 |
| 2 | 331857 | 4668581 |
| 3 | 331900 | 4668598 |
| 4 | 331953 | 4668603 |
| 5 | 331964 | 4668568 |
| 6 | 331925 | 4668545 |
| S = 0,47 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. სოფ. რკვიას მიმდებარე ტერიტორია (მდ. ყვირილა) – 1500 მ3 გამოფიტული გრანიტი (ღორღი):
| № | X | Y |
| 1 | 347950 | 4676208 |
| 2 | 347935 | 4676220 |
| 3 | 347970 | 4676256 |
| 4 | 347988 | 4676243 |
| S = 0,10 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
3. სოფ. ქვედა საზანოს მიმდებარე ტერიტორია (მდ. ძუსა) – 800 მ3 ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 339554 | 4673607 |
| 2 | 339552 | 4673618 |
| 3 | 339562 | 4673620 |
| 4 | 339569 | 4673623 |
| 5 | 339571 | 4673628 |
| 6 | 339581 | 4673634 |
| 7 | 339582 | 4673639 |
| 8 | 339582 | 4673644 |
| 9 | 339586 | 4673649 |
| 10 | 339591 | 4673651 |
| 11 | 339599 | 4673636 |
| 12 | 339598 | 4673625 |
| 13 | 339595 | 4673618 |
| 14 | 339587 | 4673612 |
| 15 | 339571 | 4673608 |
| S = 0,10 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
4. სოფ. საზანოს მიმდებარე ტერიტორია (მდ. ძუსა) – 800 მ3 კირქვა (ღორღი):
| № | X | Y |
| 1 | 339866 | 4674482 |
| 2 | 339927 | 4674463 |
| 3 | 339927 | 4674385 |
| 4 | 339900 | 4674393 |
| 5 | 339912 | 4674447 |
| 6 | 339865 | 4674463 |
| S = 0,24 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
5. სოფ. დიდი განთიადის მიმდებარე ტერიტორია (მდ. ძირულა) – 1000 მ3 კირქვა (ღორღი):
| № | X | Y |
| 1 | 349893 | 4662701 |
| 2 | 349922 | 4662734 |
| 3 | 349987 | 4662682 |
| 4 | 349961 | 4662652 |
| S = 0,35 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები