დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 53 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.033.016861 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებული დებულების:
|
1.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ფინანსური დეპარტამენტი;“. |
2.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ფინანსური დეპარტამენტი ფინანსური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიური გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში სამსახურის ბიუჯეტის პროექტების შედგენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებული/დაზუსტებული ბიუჯეტის განწერის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების, ასევე სამსახურის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დამტკიცებულ ბიუჯეტში გეგმის ცვლილებების პროექტების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; დ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების მიზნით, სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების/ინფორმაციის მომზადების ორგანიზება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; ე) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი სახსრების მართვა; ვ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; ზ) სამსახურის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა; თ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება; ი) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება; კ) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი; ლ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება; მ) სამსახურში საარქივო საქმიანობის წარმართვა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონების განკარგვა და მოვლა-პატრონობა; ო) სამსახურის მიერ განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების ბიუჯეტების მომზადება, საჭიროებათა ანალიზი და ფინანსური დასაბუთება, ასევე კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ჟ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; რ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები