სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 335
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020879
  • Word
335
25/02/2016
ვებგვერდი, 16/03/2016
000000000.00.003.020879
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №335

2016 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“  113-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 თებერვლის №5/7049 გადაწყვეტილება მცხეთაში, სოფელ სასხორში მდებარე 186.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1, №2 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.15.04.166) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.  

პრემიერ-მინისტრი                                                            გ. კვირიკაშვილი