დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020882 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №332
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ცალკეული საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 1992-1993 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა ნეშტების იდენტიფიცირების/ექსპერტიზის ღირებულების ანაზღაურების მიზნით მიმართოს საჭირო თანხა.
2. მომსახურება განხორციელდეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გათვალისწინებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები