დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში ნახშირბადის დაბალი შემცველობისა და კლიმატის მდგრადობის ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიზნით მიმდინარე ტექნიკურ დახმარებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 328 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020888 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №328
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში ნახშირბადის დაბალი შემცველობისა და კლიმატის მდგრადობის ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიზნით მიმდინარე ტექნიკურ დახმარებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში ნახშირბადის დაბალი შემცველობისა და კლიმატის მდგრადობის ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიზნით მიმდინარე ტექნიკურ დახმარებაში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოხატოს თანხმობა ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ მიმდინარე ტექნიკურ დახმარებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები