დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, შპს „მედგრუპ ჯორჯიასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 324 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020872 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №324
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „მედგრუპ ჯორჯიასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ მიერ საქართველოს მთავრობას, შპს „მედგრუპ ჯორჯიასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 25 დეკემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების, კერძოდ „შაქშაქეთი“ ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე.
2. შპს „მეგდრუპ ჯორჯიას“ დაუბრუნდეს, მის მიერ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული მემორანდუმის შესაბამისად, ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარმოდგენილი სამშენებლო საბანკო გარანტია - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები