დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ გური შალამბერიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 319 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020945 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №319
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ გური შალამბერიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა №83 დ-სა (ნაკვ. №1) და №83 ე-ში (ნაკვ. №1) მდებარე 996.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.01.22.101) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ გური შალამბერიძეს (პ/ნ 01009006588).
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) თვის ვადაში, ყოველთვიურად 625 (ექვსას ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების შემძენი უარს იტყვის ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №3/255-2010) შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქ. ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზებისა და სააუქციონო კომისიის“ 2008 წლის 25 დეკემბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №347-ის ბათილად ცნობის შედეგად წარმოშობილ, ამავე აუქციონში უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით გადახდილი საბოლოო საფასურის 15311.00 (თხუთმეტი ათას სამას თერთმეტი) ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები