შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 318
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021010
  • Word
318
25/02/2016
ვებგვერდი, 18/03/2016
000000000.00.003.021010
შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №318

2016 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“ (ს/კ: №245383678) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით სარგებლობაში გადასცეს ქ. ბათუმში, საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე 1182 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.29.01.025) 2055 წლის 22 ივლისამდე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების სამშენებლო ან/და სარემონტო ან/და სარეკონსტრუქციო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება 2016 წლის ბოლომდე.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                გიორგი კვირიკაშვილი