დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრებისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად ევროპის საბჭოს განვითარების ბანკიდან (СEB) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 292 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021009 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №292
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
„თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრებისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად ევროპის საბჭოს განვითარების ბანკიდან (СEB) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრებისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად ევროპის საბჭოს განვითარების ბანკიდან (СEB) მისაღები სესხის თაობაზე, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
| სესხის ოდენობა: |
| 14 000 000 ევრო;
|
| სესხის ხანგრძლივობა: |
| 20 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 5 წელი);
|
| საპროცენტო განაკვეთის ტიპი: |
| ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან EURIBOR-ზე/LIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (თითოეული ტრანშისათვის განისაზღვრება ტრანშის ჩამორიცხვამდე);
|
| სესხის ვალუტა: |
| ევრო (თითოეული ტრანშისათვის შესაძლებელია ჩამორიცხვის ვალუტის შერჩევა, აშშ დოლარი ან ევრო). |
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები