დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 315 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020950 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №315
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 თებერვლის №5/8252 გადაწყვეტილება ქალაქ წყალტუბოში, ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 100000.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №01 - რკინა-ბეტონის ნაგებობა - 127.0 კვ.მ, №02 - ჰიდრო ნაგებობა - 275.0 კვ.მ, №03 - რკინა-ბეტონის ნაგებობა - 152.0 კვ.მ, №04 - რესტორანი - 510.0 კვ.მ, №05 - რკინა-ბეტონის ნაგებობა - 164.0 კვ.მ, №06 - ნაგებობა - 188.0 კვ.მ, №07 - აუზი - 612.0 კვ.მ, №08 - ღია ბარი - 186.0 კვ.მ, №09 - ლითონის ხიდი - 42.0 კვ.მ, №10 - ლითონის ხიდი - 42.0 კვ.მ და №11 - ჰიდრო ნაგებობა - 244.0 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №29.08.32.295) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები