დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეგიონული განვითარების მეორე პროექტის“ ფარგლებში რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები დამატებითი სესხის ფინანსური პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 291 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021006 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №291
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
„რეგიონული განვითარების მეორე პროექტის“ ფარგლებში რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები დამატებითი სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „რეგიონული განვითარების მეორე პროექტის“ ფარგლებში რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები დამატებითი სესხის თაობაზე, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
სესხის ოდენობა: 9 000 000 აშშ დოლარი;
სესხის ხანგრძლივობა: 21 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 18 წელი);
საპროცენტო განაკვეთის ტიპი: Libor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი (Libor+Variable Spread);
სესხის ვალუტა: აშშ დოლარი;
ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო: 0.25% სესხის მთლიან თანხაზე;
სესხის ვალდებულების გადასახადი (Commitment fee): 0.25% ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას;
კონვერსიის შესაძლებლობა: გათვალისწინებულ იქნეს სასესხო ხელშეკრულებაში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები