დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მის სარგებლობაში არსებული ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 311 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021004 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №311
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მის სარგებლობაში არსებული ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს შორის შესაბამის წელს გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისად განსაზღვრული ლიცენზიებით სარგებლობის უფლების ვადის გათვალისწინებით, სარგებლობაში გადასცეს კომპანია Microsoft-ის ლიცენზიები (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) დანართის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები