საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020997
  • Word
303
25/02/2016
ვებგვერდი, 15/03/2016
000000000.00.003.020997
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №303

2016 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს შემდეგი პროექტების განხორციელება:

ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბეღლევის, ბოსლევისა (გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი) და ქვედა საზანოს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების: კალაურისა და ვაჩნაძიანის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცაიშისა და რიყეს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

დ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბაყილოვანის, საკობიანოს, ყვარელწყლის, დედისფერულის, ქორეთის, დუისის, წინუბნის, ჯოყოლოს, ბირკიანის, ხორბალოს, ზემო ხალაწანის, შუა ხალაწანის, ქვემო ხალაწანის, დუმასტურისა და ომალოს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ე) კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: გომისჯვარის, ლავრისხევის და წინარეხის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ვ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ზ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ზედა მესხეთისა და ქვედა მესხეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

თ) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარისა და ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: ჭართლის, ბუჩაანთკარის, ვაშლობის, ზენუბნის, მენესოს, მუგუდას, დოლასქედის, საქერეს, სონდას, ჩიტაურების, ჭალისოფლის, ხამუშასა და ჯუღისის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქვედა ნასაკირალისა და სოფლების: ნასაკირალის, ქვედა ბახვის, ციხისფერდის, შრომისა და წვერმაღალას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

კ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების: წყალწმინდას, ქვემო აკეთისა და აცანას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ლ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბუკისციხის, დაბლაციხის, შუა ამაღლების, ამაღლებისა და სამების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

მ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლების: გელათისა და მოწამეთას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ნ) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ო) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათგვერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

პ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ჟ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

რ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლაშესა და კიცხის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ს) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის საჭირო მკვებავი გაზსადენის საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ტ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

უ) მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ფ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება.

2.    ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის გაზიფიცირების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის გაზიფიცირებისთვის საჭირო მკვებავი გაზსადენის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

3.    ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალის 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარით გაზრდა.

4.    შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი და მის კაპიტალში შეტანილი თანხებიდან 4 020 000 (ოთხი მილიონ ოცი ათასი) ლარისა და აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის №2253 განკარგულებით გამოყოფილი და მის კაპიტალში შეტანილი თანხების ფარგლებში მორჩენილი ეკონომიის გამოყენება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №153 და 2015 წლის 23 ივნისის №1325 განკარგულებების საფუძველზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ დავალებული გაზიფიცირების პროექტების დასრულების მიზნით.

5.    ეთხოვოთ ზესტაფონის, გურჯაანის, ზუგდიდის, ახმეტის, კასპის, გარდაბნის, წყალტუბოს, დუშეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ტყიბულის, გორის, მცხეთის, ბაღდათის, ლაგოდეხის, ხარაგაულის, ჩხოროწყუს, ვანის, მარტვილის, თეთრიწყაროსა და ადიგენის მუნიციპალიტეტების გამგეობებს ამ განკარგულების პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                  გიორგი კვირიკაშვილი