დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 302 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020996 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №302
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) შპს „ენგურჰესს“, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული (მოხმარებული) და აუნაზღაურებელი ელექტროენერგიის საფასურის, 2014 წელს – 1 403 186 043,84 კვტ.სთ, ღირებულებით – 16 655 818,33 ლარის და 2015 წელს – 1 547 913 524,8 კვტ.სთ, ღირებულებით - 18 373 733,54 ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე;
ბ) შპს „ვარდნილჰესების კასკადს“, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული (მოხმარებული) და აუნაზღაურებელი ელექტროენერგიის საფასურის, 2014 წელს – 269 506 314,89 კვტ.სთ, ღირებულებით – 3 153 223,88 ლარის და 2015 წელს – 296 542 606,50 კვტ.სთ, ღირებულებით – 3 469 548,50 ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერის თაობაზე.
2. შპს „ენგურჰესმა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადმა“ უზრუნველყონ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები