ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 2015 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 2015 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020984
  • Word
300
25/02/2016
ვებგვერდი, 18/03/2016
000000000.00.003.020984
ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 2015 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №300

2016 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს  2015 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. აღიარებულ იქნეს დავალიანებად, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები“ – ფარგლებში, შპს „მექანიზატორის“ მიერ ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გაწეული მომსახურება 427 560,47 ლარის (ოთხას ოცდაშვიდი ათას ხუთას სამოცი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ოდენობით.

2. ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ,  „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 01 08) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან, უზრუნველყოს 427 560,47 ლარის (ოთხას ოცდაშვიდი ათას ხუთას სამოცი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) შპს „მექანიზატორისთვის“ გადახდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი