დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 2015 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 300 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020984 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №300
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს 2015 წელს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. აღიარებულ იქნეს დავალიანებად, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები“ – ფარგლებში, შპს „მექანიზატორის“ მიერ ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის გაწეული მომსახურება 427 560,47 ლარის (ოთხას ოცდაშვიდი ათას ხუთას სამოცი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ოდენობით.
2. ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 01 08) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან, უზრუნველყოს 427 560,47 ლარის (ოთხას ოცდაშვიდი ათას ხუთას სამოცი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) შპს „მექანიზატორისთვის“ გადახდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები