საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020991
  • Word
297
25/02/2016
ვებგვერდი, 18/03/2016
000000000.00.003.020991
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №297

2016 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სეისმური და სხვადასხვა გეოფიზიკური პროცესების მონიტორინგის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ფართოსპექტრიანი საყრდენი სეისმური სადგურების (სულ – 7 სადგური) ინსტალაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 32 05 05 02 05).

პრემიერ-მინისტრი                  გიორგი კვირიკაშვილი