დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემაზე და ამორტიზებული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 279 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020987 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №279
2016 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემაზე და ამორტიზებული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ასევე, სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს 2015 წლის 01 დეკემბრის N01/03-472 წერილის გათვალისწინებით, სსიპ – საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს მიეცეს თანხმობა განახორციელოს:
ა) თავის ბალანსზე რიცხული, დანართი №1-ით განსაზღვრული მოძრავი ქონების ჩამოწერა;
ბ) თავის ბალანსზე რიცხული, დანართი №2-ით განსაზღვრული მოძრავი ქონების სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები