დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ არსებული გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტისა და ყაზახეთის წვის პრობლემების ინსტიტუტის ერთობლივი საგრანტო სამეცნიერო პროექტის - „ავტომატური სისტემა მიწისქვეშა სტრუქტურების შემთხვევითი აფეთქებისგან დასაცავად“ მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020985 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №277
2016 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ არსებული გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტისა და ყაზახეთის წვის პრობლემების ინსტიტუტის ერთობლივი საგრანტო სამეცნიერო პროექტის – „ავტომატური სისტემა მიწისქვეშა სტრუქტურების შემთხვევითი აფეთქებისგან დასაცავად“ მოწონების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ არსებული გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტისა და ყაზახეთის წვის პრობლემების ინსტიტუტის ერთობლივი საგრანტო სამეცნიერო პროექტი – „ავტომატური სისტემა მიწისქვეშა სტრუქტურების შემთხვევითი აფეთქებისგან დასაცავად“.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები