საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • Word
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020982
  • Word
275
19/02/2016
ვებგვერდი, 15/03/2016
000000000.00.003.020982
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №275

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 59 (ორმოცდაცხრამეტი) ერთეულით, რომელთაგანაც:

ა) 8 (რვა) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისთვის (შემდგომში – ცენტრი) შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო 7 (შვიდი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან;

ბ) 10 (ათი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს გაეროს განვითარების პროგრამასა და ცენტრს შორის 2015 წლის 4 ივნისს გაფორმებული სტანდარტული შეთანხმების – „საქართველოს პირველი ორწლიანი მოხსენება გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის ფარგლებში (ქვეყნის სითბური გაზების ინვენტარიზაციის შესახებ ანგარიშის მომზადება)“ ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებიდან. ამასთან, აღნიშნულ შტატგარეშე მომუშავეთა დაქირავება განხორციელდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში;

გ) 9 (ცხრა) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს გაეროს განვითარების პროგრამის/გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის/საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის – „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ – ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებიდან;

დ) 25 (ოცდახუთი) შტატგარეშე მომუშავის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს 2016 წელს ქ. ბათუმში გასამართი საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალი) − „გარემო ევროპისათვის“ (EfFE 2016) ჩასატარებლად გამოყოფილი ასიგნებებიდან. ამასთან, აღნიშნულ შტატგარეშე მომუშავეთა დაქირავება განხორციელდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2016 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                          გიორგი კვირიკაშვილი