დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული კასპის სატყეო უბნის ქსნის სატყეოს კვარტალ №10-ის ლიტერ №9-სა და №14-ში 41000 კვ.მ მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 273 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020980 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №273
2016 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული კასპის სატყეო უბნის ქსნის სატყეოს კვარტალ №10-ის ლიტერ №9-სა და №14-ში 41000 კვ.მ მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 56-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული, შიდა ქართლის სატყეო სამსახურის კასპის სატყეო უბნის ქსნის სატყეოს კვარტალ №10-ის ლიტერ №9-სა და №14-ში 41000 კვ.მ მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვროს 10 (ათი) წლამდე ვადით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები