სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 265
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020973
  • Word
265
19/02/2016
ვებგვერდი, 15/03/2016
000000000.00.003.020973
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №265

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

 1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №54 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარი დანართის შესაბამისად.

2. ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულმა ადგილობრივმა  თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ გამოყოფილი თანხების წარმართვა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №54 დადგენილების შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                               გიორგი კვირიკაშვილი