დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთო სასამართლოების სისტემისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 258 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020966 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №258
2016 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
საერთო სასამართლოების სისტემისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და არ გავრცელდეს:
ა) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა საერთო სასამართლოების სისტემისათვის განისაზღვროს არაუმეტეს 118 ერთეულით, ხოლო სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის − არაუმეტეს 15 ერთეულით;
ბ) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განისაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არაუმეტეს 40%-ისა.
2. საქართველოს ზოგადია დმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის №93 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები