2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020963
  • Word
255
17/02/2016
ვებგვერდი, 15/03/2016
000000000.00.003.020963
2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №255

2016 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას 2017 წელს ქ. ბორდოში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:   

 

ოთარ დანელია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

ლევან დავითაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ლევან ხარატიშვილი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ქეთევან ბოჭორიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

დავით ჯალაღანია

 

ქეთევან ნატრიაშვილი      

 

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

გიორგი სამანიშვილი

სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი;

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის წევრი;

გიორგი ჩოგოვაძე

სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;

დავით ლორთქიფანიძე

სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, კომისიის წევრი.

 

2. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ ა(ა)იპ − ქართული ღვინის წარმომადგენლებს.

3. კომისიამ უზრუნველყოს გამოფენის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხებისა და სხვა საჭირო ქმედითი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი