დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ა(ა)იპ - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ“და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბენეფიციარს შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტების მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 254 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020962 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №254
2016 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ა(ა)იპ – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბენეფიციარს შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტების მოწონების თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების საფუძველზე:
ა) მოწონებულ იქნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ა(ა)იპ – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი;
ბ) მოწონებულ იქნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გრანტის გაცემასთან დაკავშირებით გასაფორმებელი „გრანტის გაცემის შესახებ“ხელშეკრულებების პროექტები.
2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გრანტის გაცემის შემთხვევებზე არ გავრცელდეს „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების 11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები