საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/140
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 11/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016431
1-1/140
11/03/2016
ვებგვერდი, 14/03/2016
010240070.22.024.016431
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/140

2016 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

                                                              

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი



საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება საერთაშორისო ურთიერთობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის, საერთშორისო სამართლის ან სახელმწიფო მმართველობის სფეროში;

ბ) მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება დაგეგმვის ან/და კონტროლის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  6-თვიანი გამოცდილება;

დ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებისა და სტრატეგიული დაგეგმარების საფუძვლების ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა;

2. დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება საერთაშორისო ურთიერთობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, სამართლის, საერთშორისო სამართლის ან სახელმწიფო მმართველობის სფეროში;

ბ) მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება დაგეგმვის ან/და კონტროლის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულებისა და სტრატეგიული დაგეგმარების საფუძვლების ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.